ავტომანქანების გამონაბოლქვის შემცირება
ავტომანქანების გამონაბოლქვის შემცირება
როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

ავტომანქანების გამონაბოლქვი
ავტომანქანების გამონაბოლქვი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ადამიანებისა თუ ცხოველების ჯანმრთელობას. გამონაბოლქვი აბინძურებს გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საქართველოში ავტომანქანების გამონაბოლქვი მიიჩნევა როგორც, უარყოფითი გარეგანი ეფექტი. სმოგი ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება ატმოსფეროში, რაც იწვევს უამრავ დაავადებას. როგორიცაა მაგალითად ბრონქული ასთმა, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, ფილტვისა და ყელის კიბო და ა.შ.

ავტომანქანების გამონაბოლქვით გამოწვეული პრობლემები
გამონაბოლქვით ატმოსფეროს დაბინძურება მხოლოდ დაავადებებს არ იწვევს. გამონაბოლქვის ატმოსფეროში გავრცელებას მოსდევს არაერთი არასასურველი შედეგი, რაც გავლენას ახდენს ვეგეტაციაზე (რასაც სასოფლო-სამეურნეო მოსავლიანობის შემცირება მოჰყვება), იწვევს მჟვიანობის მომატებას (რასაც მოჰყვება მჟავე წვიმები.

ავტომანქანების გამონაბოლქვის შემცირება
ხანგრძლივი ფიქრის შედეგად, გამოგონებული იქნა სხვადასხვა ზეთები, რომლებიც ამცირებს გამონაბოლქვის ატმოსფეროში გავრცელებას. რათქმაუნდა, ყოველი ავტომამანქანის მოდელს მისთვის განკუთვნილი ზეთი აქვს. გამონაბოლქვის შემამცირებელი ზეთები განსხვავდება მარკეტინგული დიზაინით, გაყიდვების რაოდენობით, თანხით. თუმცა, ყველა მწარმოებელი კომპანია ემსახურება ერთსადაიმავე თემას.

ნინი ნოზაძე & გიორგი ნოზაძე
#აიმაღლე ცნობიერება ავტომანქანების გამონაბოლქვზე #იზრუნე ავტომანქანების გამონაბოლქვის შემცირებაზე

კითხვები?
სხვადასხვა ზეთბის გამოგონება შესაძლებელია, ავტომანქანების გამონაბოლქვის შემცირების გზად ჩაითვლოს. თუმცა, ჩნდება კითხვა, ყველა ადამიანი ხმარობს ამ ზეთს? ყველა ავტომობილში ასხია ეს ზეთი?
ინფორმაციის მაჩვნებელი ცხრილის სახით
იმ შემთხვევაში თუ გადავხედავთ ავტომანქანების გამონაბოლქვის ცხრილებსა თუ დიაგრამებს, შევამჩნევთ რომ 2019 წელს გამონაბოლქვის დონემ არსებულთან მიმართებაში 37%-ით დაიკლო, ხოლო მას შემდეგ 2020,2021,2022,2023 წლებში უკვე ისევ მოიმატა. დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია, 2019 წელს სხვადასხვა კომპანიებმა ახალი სახის ზეთები შემოგვთავაზეს და სწორედ ეს იყო ცვლილების მიზეზი, აგრეთვე ეპიდემია, ხოლო მომდევნო წლებში უკვე ახალი აღარ იყო გამონაბოლქვის შემამცირებელი ზეთები და მისი რეიტინგის დავარდნის პარალელურად, კვლავ აიწია გამონაბოლქვის რაოდენობამ.
ავტომანქანების გამონაბოლქვის
შემამცირებელი ზეთები
როგროც ვახსენეთ, ავტომანქანების გამონაბოლქვის შემამცირებელი ზეთების სხვადასხვა სახეობები არსებობს. გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია. თუმცა, ზეთების საზოგადოების წინაშე წარდგენის შემდგომ, საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან წამოვიდა შემდეგნაირი კომენტარები – თუ რაში სჭირდებოდათ გამონაბოლქვის შემცირება, რომ მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეცვლიდა ზოგად შედეგებს. აგრეთვე ყურადღება გამახვილებული იქნა პროდუქტის ფასზეც. ასე რომ, ზეთების გამოგონებით პრობლემა არ მოგვარებულა. იყვნენ ადამიანებიც რომლებც საკმაოდ გააოცა და შესაძლებელია ითქვას გაახარა კიდეც ამ გამოგონებამ, მათ გადაიტანეს ზეთის გამოყენება თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და დადებითი გარეგანი ეფექტები გააქტიურეს. საზოგადოების, სამწუხაროდ ძალიან მცირე მაგრამ რაღაც ნაწილი დღესაც აქტიურად მოიხმარს ავტომანქანების გამონაბოლქვის შემამცირებელ ზეთებს.

